Latest News

მემორანდუმის გაფორმება

  • 23 Apr, 2017

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციას, კავკასიის უნივერსიტეტსა და წამყვან სამშენებლო კომპანიებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. თანამშროლობის ფარგლებში შემუშავდება და დაინერგება სამშენებლო სფეროს უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება როგორც საერთაშორის სტანდარტები, ასევე საქართველოში მიღებული ახალი ნორმები. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი გაიმართება მ.წ. 28 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტში.