• 24 Apr, 2017

მ.წ. 8 მაისიდან კავკასიის უნივერსიტეტში იწყება შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა მომზადების ტრენინგი.

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგზე მოხდება რეალური ქეისების განხილვა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდის საშუალებით პრაქტიკული უნარების გამომუშავება. პროგრამა მოიცავს საქართველოში მიღებულ ახალ სტანდარტებისა და პროცედურებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატს.

მსმენელები შეისწავლიან სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. ტრეინინგზე მოხდება რეალური ქეისების განხილვა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდის საშუალებით პრაქტიკული უნარების გამომუშავება. პროგრამა მოიცავს საქართველოში მიღებულ ახალ სტანდარტებსა და პროცედურებს. ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს. სერტიფიკატის მფლობელს შეეძლება სამშენებლო კომპანიებში შრომის უსაფრთხეობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა.

 

ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 45 სთ.

ტრენინგის თემატიკა:

  • უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები
  • შრომის კანონმდებლობა
  • რისკების ანალიზი
  • ელექტროუსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
  • სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება მათი ექსპლუატაციისას
  • ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
  • ენერგიის წყაროს დაცვა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
  • გარემოს დაბინძურების პრევენცია
  • სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
  • ექსკავაციის უსაფრთხოება
  • ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
  • ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
  • პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

 

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 8 მაისი
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00-21:00 (საათი)

ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge