• 2 Aug, 2018

2018 წლის სექტემბრიდან იწყება ტრენინგები:

  • "შრომის უსაფრთხოება"
  • "შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება"

შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ტრენინგი შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. პროგრამა მოიცავს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, ასევე საქართველოში მიღებულ ახალ რეგულაციებს.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატებს: "შრომის უსაფრთხოება", "პირველადი გადაუდებელი დახმარება".

 

ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, ალექსი ჭიჭინაძე.

 

ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე.

ტრენინგის თემატიკა:

 

  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა
  • შრომითი ურთიერთობები
  • უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები
  • საფრთხეები და რისკები
  • ელექტროუსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზემუშაობის უსაფრთხოება 
  • უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
  • სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი
  • პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი
  • ინსტრუქტაჟების ჩატარებისა და რეგისტრაციის წესი
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება მათი ექსპლუატაციისას
  • ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
  • ენერგიის წყაროს დაცვა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
  • გარემოს დაბინძურების პრევენცია
  • სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
  • ექსკავაციის უსაფრთხოება
  • ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
  • ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
  • პირველადი გადაუდებელი დახმარება

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 17 სექტემბერი.
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00

ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

 

 

შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ტრენინგი მოიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის N41 დადგენილებით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ტრენინგის გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენინგს წაუძღვებიან გამოცდილი ექსპერტები: გიორგი ლეიმანი, გიორგი ლოთიშვილი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 კვირა

ტრენინგის თემატიკა:

  • სახანძრო უსაფრთხოება
  • დაკავებულობის კლასიფიცირება და დაკავებულობის დატვირთვა
  • შენობა-ნაგებობათა ფართობისა და სიმაღლის შეზღუდვები და კონსტრუქციის ტიპის შერჩევა
  • გასასვლელები, გასასვლელთან მისადგომები და შენობიდან გამოსასვლელების დაგეგმარების წესები
  • უნარშეზღუდულთათვის მისაწვდომი სივრცეები
  • ლიფტები და გადამზიდი სისტემები
  • ცეცხლმედეგობის ხარისხის განსაზღვრა
  • შიდა გარემო, განიავება და განათება
  • წყალსადენი სისტემების ფიქსირებული მოწყობილობები
  • გამოყენებისა და დაკავებულობის სპეციალური დეტალური მოთხოვნები

 

ტრენინგის ღირებულება (1 მსმენელი): 650 ლარი

ტრენინგის დაწყების დრო: 1 სექტემბრიდან.

სამშაბათი, ხუთშაბათი - 19:00 სთ. შაბათი 14:00 სთ.

ტრენინგი ტარდება OSHE Georgia-ის ოფისში, მის. თბილისი, გორკის ქ. N11

 

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: info@oshe.ge

მამუკა ფირცხალავა

595 222589