• 3 Oct, 2018

2018 წლის 22 ოქტობრიდან იწყება კავკასიის უნივერსიტეტისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივი - შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ტრენინგი.

 

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. პროგრამა მოიცავს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, ასევე საქართველოში მიღებულ ახალ რეგულაციებს.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატებს: "შრომის უსაფრთხოება", "პირველადი გადაუდებელი დახმარება".

 

ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, ალექსი ჭიჭინაძე.

 

ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე.

ტრენინგის თემატიკა:

 

  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა
  • შრომითი ურთიერთობები
  • უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები
  • საფრთხეები და რისკები
  • ელექტროუსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზემუშაობის უსაფრთხოება 
  • უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
  • სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი
  • პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი
  • ინსტრუქტაჟების ჩატარებისა და რეგისტრაციის წესი
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება მათი ექსპლუატაციისას
  • ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
  • ენერგიის წყაროს დაცვა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
  • გარემოს დაბინძურების პრევენცია
  • სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
  • ექსკავაციის უსაფრთხოება
  • ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
  • ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
  • პირველადი გადაუდებელი დახმარება

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 22 ოქტომბერი.
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00

ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@oshe.ge

595 222 589