• 29 Dec, 2018

შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ტრენინგი მოიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის N41 დადგენილებით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ტრენინგის გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენინგს წაუძღვება გამოცდილი ექსპერტი: გიორგი ლოთიშვილი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 კვირა

ტრენინგის თემატიკა:

  • დაკავებულობის კლასიფიცირება და დაკავებულობის დატვირთვა
  • შენობა-ნაგებობათა ფართობისა და სიმაღლის შეზღუდვები და კონსტრუქციის ტიპის შერჩევა
  • გასასვლელები, გასასვლელთან მისადგომები და შენობიდან გამოსასვლელების დაგეგმარების წესები
  • უნარშეზღუდულთათვის მისაწვდომი სივრცეები
  • ლიფტები და გადამზიდი სისტემები
  • ცეცხლმედეგობის ხარისხის განსაზღვრა
  • შიდა გარემო, განიავება და განათება
  • წყალსადენი სისტემების ფიქსირებული მოწყობილობები
  • გამოყენებისა და დაკავებულობის სპეციალური დეტალური მოთხოვნები

 

ტრენინგის ღირებულება (1 მსმენელი): 480 ლარი

ტრენინგის დაწყების დრო: 10 თებერვლიდან.

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 19:00 სთ. შაბათი 14:00 სთ.

ტრენინგი ტარდება OSHE Georgia-ის ოფისში, მის. თბილისი, გორკის ქ. N11

 

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: info@oshe.ge

მამუკა ფირცხალავა

595 222589