• 14 Jun, 2019

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე ბათუმში.

 

პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებისა  და საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა არის ორთვიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევ პრაქტიკულ კომპონენტებს, სულ - 130 საათს. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

 

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. მსმენელი ასევე მიიღებს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატებს.

 

პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  ეფექტური მართვისათვის.

 

ტრენერები:

მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ვალერიან ორბელაძე, დავით შევარდნაძე, რატი დოლიძე, ალექსი ჭიჭინაძე.

 

პროგრამის თემატიკა:

 

  • შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
  • ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმენტაცია
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების  მიხედვით
  • სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
  • პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
  • ელექტრო უსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზე მუშაობა
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  • შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფქისოსოციალური ფაქტორები
  • ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • დახურულ სივცეში მუშაობის უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების უსაფრთხოება
  • გარემოს დაცვა
  • სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოება
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მუშაობის უსაფრთხოება

 

ტრენინგის განრიგი

ტრენინგის დასაწყისი: 8 ივნისი.

ჩატარების დღე : ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი.

ჩატარების დრო: 18:00-22:00.

 

ტრენინიგი ჩატარდება ქ. ბათუმში, მისამართზე: ინასარიძის 29 (სასწავლო ცენტრი "ანრი").

 

ტრენინგის ღირებულება 1350 ლარი

  

ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

 

ასოციაციის პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" ჩართული პირები იხდიან სწავლის საფასურის ნახევარს (675 ლარს), ხოლო მე-2 ნახევარს იხდიან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

 

საბანკო რეკვიზიტები

ბანკი: სს ”თიბისი ბანკი”

ანგარიში: GE65TB7556536080100005

დანიშნულებაში მიუთიტეთ "ტრენინგის საფასური, სახელი გვარი, პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი".

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მითითებული ფორმა.

 

ორგანიზაციას ინვოისი გამოგეგზავნებათ მეილზე, რომელსაც მიუთითებთ სარეგისტრაციო ფორმაში.


საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: oshegeorgia@gmail.com

599 18 00 20


ტრენინგზე რეგისტრაცია

რეგისტრაციის დასრულებისთანავე ინვოისი გამოიგზავნება თქვენს ელ. ფოსტაზე