• 14 Oct, 2019

 

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "ადამიანური ფაქტორის გავლენა შრომის უსაფრთხოებაზე" თბილისსა და ბათუმში.

 

ტრენინგის მიზანი:

 

ტრენინგის მიზანია ჩვენი საზოგადოების ცოდნის და ცნობიერების ამაღლება  ორგანიზაციის ეფექტურ ფუნქცინირებაზე, კერძოდ, ადამიანური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე და სამუშაო გარემოს  უსაფრთხოებაზე.

 

მოსალოდნელი შედეგები:

ადამიანური ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენის აღმოფხვრა და შემცირება ქმნის პირობებს თითოეული დასამქებულისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო  და ღირსეული საქმიანობის განხორცილების.

 

 

ტრენინგი პირველ რიგში, ფოკუსირებულია ადამიანის შეცდომების გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და მათ პრევენციაზე იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებლული კრიტიკული ინციდენტების არსებობა სამუშაო ადგილზე, რომელიც ნეგატიურ  ზემოქმედებას ახდენს ადამიანის შესრულების ხარისხზე და ორგანიზაციის ეფექტურობაზე.

 

ტრენინგის მონაწილეებს ეცოდნინებათ/შეეძლებათ:

 

  • შრომის უსაფრთ­ხო­ების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით სფერო­ში საფრთხეების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცი­რება
  • საფრთხისა და საფრთხის შემცველი ფაქ­ტო­რების ზემოქმედების მოსა­ლოდნელი შედეგების შემცირება
  • პროფილაქტი­კუ­რი და დაცვითი ღონისძიე­ბების ორგანიზება და განხორციელება
  • იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომე­ლიც გასათვალისწინებე­ლია  შრომის უსაფრთხოე­ბის სისტემების შემუშავება­სა და დანერგვაში.

 

პროგრამის თემატიკა:

 

ტრენინგ პროგრამა მოიცავს 4 მოდულს 

 

  • პროფესიული სტრესი;
  • საწარმოო კონფლიქტები;
  • სამუშაოს დიზაინი;
  • უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე 

 

სასწავლო  საათების  რაოდენობა: 8

 

სანგრძლივობა (დღეები): 2 დღე 

 

ტრენინგ პროგრამის ღირებულება ერთ მსმენელზე (მთლიანი პაკეტი): 150 ლარი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ნომრები: 579 193 191; 571 782 233

e-mail: consultant@oshe.ge

 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს