• 11 Feb, 2018

2018 წლის 1 მარტიდან იწყება კავკასიის უნივერსიტეტისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივი პროგრამის V ფაზა - შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ტრენინგი.

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მიღებული ახალი რეგულაციების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან წარმოებასთან და სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. პროგრამა მოიცავს საქართველოში მიღებულ ახალ სტანდარტებსა და პროცედურებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე და მარიამ ბურდული.

 

ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 კვირა.

ტრენინგის თემატიკა:

  • უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები
  • შრომის კანონმდებლობა
  • რისკების ანალიზი
  • ელექტროუსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
  • სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება მათი ექსპლუატაციისას
  • ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
  • ენერგიის წყაროს დაცვა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
  • გარემოს დაბინძურების პრევენცია
  • სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
  • ექსკავაციის უსაფრთხოება
  • ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
  • ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 1 მარტი.
ჩატარების დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00, 13:00 - 16:00 (შაბათი)

ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@oshe.ge

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05