• 11 Apr, 2018

2018 წლის 23 აპრილიდან იწყება კავკასიის უნივერსიტეტისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივი - შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ტრენინგი.

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მიღებული ახალი რეგულაციების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან წარმოებასთან და სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. პროგრამა მოიცავს საქართველოში მიღებულ ახალ სტანდარტებსა და პროცედურებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, გიორგი ლეიმანი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე და მარიამ ბურდული.

 

ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე.

ტრენინგის თემატიკა:

  • შრომის უსაფრთხოების საფუძვლები
  • შრომის კანონმდებლობა
  • რისკებისა და საფრთხეების ანალიზი
  • ელექტროუსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება
  • უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
  • ინციდენტების გამოძიება
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება მათი ექსპლუატაციისას
  • ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
  • ენერგიის წყაროს დაცვა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
  • გარემოს დაბინძურების პრევენცია
  • სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
  • ექსკავაციის უსაფრთხოება
  • ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
  • ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 23 აპრილი.
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00

ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@oshe.ge

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05