• 20 May, 2018

2018 წლის 4 ივნისს იწყება კავკასიის უნივერსიტეტისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივი - შრომის უსაფრთხოების ტრენინგი.

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მიღებული ახალი რეგულაციების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატებს: "შრომის უსაფრთხოება" და "პირველადი გადაუდებელი დახმარება".

ტრენინგს ატარებენ გამოცდილი ექსპერტები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე და მარიამ ბურდული.

 

ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე.

ტრენინგის თემატიკა:

  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა
  • შრომის უსაფრთხოების ტექნიკა
  • რისკებისა და საფრთხეების ანალიზი
  • ელექტროუსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება
  • უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
  • ინციდენტების გამოძიება
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება
  • ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
  • ენერგიის წყაროს დაცვა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
  • გარემოს დაბინძურების პრევენცია
  • სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
  • ექსკავაციის უსაფრთხოება
  • ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
  • ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 4 ივნისი.
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00

ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით.


საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@oshe.ge

ანა მორჩილაძე
558929043